ესპანეთის ლიგა ენდესას მესამე ტურში თად მაკფადენის „მურსიამ“ სტუმრად „ვალენსია“ დაძაბულ ბრძოლაში 91:86 დაამარცხა. შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც სტუმრებმა 10 ქულის სხვაობით მოიგეს.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 21:19 წუთში 12 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მაკფადენმა 5-დან 2 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, მაგრამ 4 სამქულიანი ააცილა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა.
„მურსიას“ სამი ტურის შემდეგ 2 მოგების წილ 1 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.