გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში ვენის „რაპიდთან“ მატჩში ორი საგოლე პასი მიითვალა.
ქართველი ფეხბურთელის ლიდერობით გრაცელებმა 3:0 მოიგეს. 38-ე წუთზე კიტეიშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და გატანა თვითონაც შეეძლო, მაგრამ ცარიელ კარში კელვინ იებოას გაატანინა და ანგარიში გაიხსნა. 82-ე წუთზე ოთარმა კიდევ ერთი შესანიშნავი პასით მეკარეს ივან ლუიბიჩი შეატოვა და მანაც ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.
კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი. „შტურმი“ ბუნდესლიგაში 20 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 30 სექტემბერს, ევროპა ლიგაზე პსვ ეინდჰოვენთან გამართავს.