ფეხბურთი

17:35 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "მორატა და დიბალა "ჩელსისთან" ვერ ითამაშებენ"

ტურინის "იუვენტუსს" ალვარო მორატა და პაულო დიბალა დაუშავდა. ორივე ფეხბურთელმა ტრავმები გენუის "სამპდორიასთან" მოგებულ (3:2) მატჩში მიიღეს. მასიმილიანო ალეგრიმ დაადასტურა, რომ არგენტინელი და ესპანელი უახლოეს ორ მატჩს გამოტოვებენ, რომელიც ტურინელებს "ჩელსისთან" და "ტორინოსთან" ელოდებათ.

დიბალას და მორატას ტრავმები? დანამდვილებით არ იქნებიან „ჩელსისთან“ და „ტორინოსთან“. შემდეგ სანაკრებო შესვენებაა და ვიმედოვნებთ, რომ პაუზის მერე დაგვიბრუნებიდან. ესეც სეზონის შემადგენელი ნაწილია. ახლა ეს ჩვენ დაგვემართა, მოგვიანებით, შეიძლება ეს სხვა გუნდებს დაემართოს”, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, "იუვემ" "სამპდორიას" 3:2 აჯობა და დიბალამ გოლიც გაიტანა. მის გარდა, თავი ლეონარდო ბონუჩიმ და მანუელ ლოკატელიმ გაიტანეს. სანაკრებო პაუზამდე "იუვე" 29 სექტემბერს, "ჩელსის", 2 ოქტომბერს კი "ტორინოს" დაუპირისპირდება.

0.128271