ფეხბურთი

17:00 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

MARCA მამარდაშვილზე: "პოზიტიური შეცდომებია, რითაც ზეწოლასთან გამკლავება უნდა ისწავლოს"
"20 წლის ასაკში და ისტორიულ კლუბში პოტენციალი აჩვენა, ლიგაში, რომელშიც ზეწოლა ძალიან მაღალია"

ესპანური „ვალენსიას“ ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ ესპანურმა გამოცემა Marca-მ სტატია გამოაქვეყნა. როგორც გავლენიანი გაზეთი წერს, შეცდომების მიუხედავად, გიორგისთვის ცუდი არაფერი ხდება, რადგან ის პერსპექტიული მეკარეა და ეს არის პოზოტიური შეცდომები, რომლისგანაც უნდა ისწავლოს, განსაკუთრებით კი ზეწოლასთან გამკლავება.

„მისმა უახლესმა თამაშებმა ეჭვი შეიტანა „ვალენსიაში“ მეკარის პოზიციაზე, მაგრამ თავად კარგად აღიქვამს სიტუაციას, რადგან სულ რაღაც ორი თვის წინ ვერც წარმოიდგენდა, სად იქნებოდა. გიორგი მამარდაშვილი ხმაურის გარეშე ჩამოვიდა და ძირითადი მეკარე გახდა. ფაქტია, ბოლო თამაშებში გამოჩნდა შეცდომები, რაც „სანჩეს პისხუანზე“ სამწუხარო დღით დასრულდა. 20 წლის მეკარე ძლიერად შეიჭრა გუნდში, მაგრამ რამდენიმე ინციდენტის შემდეგ პროცესი ეჭვქვეშ დადგა და კარს უღებს სილესენს. ახლა, პატარა ასაკში, ფეხბურთის სამყაროში და მითუმეტეს ასეთი მომთხოვნი და კონკურენტუნარიანი ლიგის პირობებში, მეკარე ცდილობს ყველაფერს პოზიტიურად შეხედოს. ტექნიკური ჩავარდნები შეიძლება შეფასდეს, როგორც უხეში, მაგრამ მშვიდად უნდა მიიღოს. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, განურჩევლად იმისა, ითამაშებს თუ არა.

ამ დელიკატური მომენტის შესაცვლელად ეს ერთადერთი ფორმულაა მეკარისთვის, რომელმაც 20 წლის ასაკში და ისტორიულ კლუბში პოტენციალი აჩვენა, ლიგაში, რომელშიც ზეწოლა ძალიან მაღალია. ქართველი მეკარე განვითარების პროცესშია. ახლახან დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა და სწავლის პროცესში შეცდომების დაშვება ნორმალურია. ბოლო კვირებში ვრცელდებოდა ვარაუდი, რომ ტრავმისგან გამოჯანმრთელებული სილესენი ძირითადში დაბრუნდებოდა, მაგრამ აქამდე მამარდაშვილი თამაშობდა და ცვლილებების საფუძველიც არ არსებობდა. ბოლო გოლებმა ყველაფერი შეცვალა. მან უნდა ისწავლოს ზეწოლასთან გამკლავება, რომელიც ამ ლიგაში არსებობს. ორი თვის წინ მამარდაშვილი ვერ წარმოიდგენდა დღევანდელ სიტუაციას. ამიტომ, ყველაფერი დადებითიდაა და შეცდომებიც სწავლისთვის ხდება. მას ჯერ ბევრი აქვს სასწავლი, მხოლოდ 20 წლისაა და პერსპექტიული კარიერა აქვს, გაუმჯობესებისკენ გრძელი გზა აქვს გასავლელი. მიუხედავად სიმაღლისა და რეფლექსებისა, რაც დღევანდელ ფეხბურთში ძალიან ღირებულია, სჭირდება ტექნიკური კონცეფციების გაუმჯობესება, როგორიცაა მაგალითად ბურთის ბლოკირება“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ექვსი მატჩი ჩაატარა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და 7 გოლი გაუშვა. მანამდე 20 წლის ქართველმა მეკარემ თავი პრესეზონის მატჩებში კარგი თამაშითაც გამოიჩინა.

0.119314