ფეხბურთი

16:23 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "დიბალას გუნდის დახმარება სჭირდება, დამოუკიდებლად ყველაფერს ვერ გააკეთებს"

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ პაულო დიბალას შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, დიბალას შეუძლია „იუვენტუსის“ ლიდერობა, მაგრამ მას გუნდის დახმარებაც სჭირდება, რადგან დამოუკიდებლად ტიტულებს ვერ მოიგებს.

„მთავარია, რომ პაულომ თავი აარიდოს ტრავმებს, რომლებიც გასულ სეზონში აწუხებდა. კარგ ფორმაში მყოფ დიბალას ყველა საჭირო თვისება აქვს, რომ „იუვენტუსს“ მეტის მიღწევაში დაეხმაროს. მას კვლავ შეუძლია სეზონში 26 გოლი გაიტანა, როგორც მის საუკეთესო სეზონში, მათ შორის გადამწყვეტ მატჩებში გამოიჩინოს თავი, გაიტანოს ჯარიმები და პენალტები, მაგრამ პაულოს გუნდიც სჭირდება წარმატებისთვის. არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყველაფრის გაკეთებას დამოუკიდებლად შეძლებს“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 5 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.130117