"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ანტონი მარსიალი 40 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გაყიდოს. როგორც Eurosport-ი იუწყება, კლუბი მზადაა 40 მილიონიან შეთავაზებას დათანხმდეს.
მარსიალს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და კვირაში 250,000-მდე იღებს. ფეხბურთელის გადაბირებით "ატლეტიკო", "ბარსელონა" და მილანის "ინტერი" არიან დაინტერესებული. ფრანგის სატრანსფერო ღირებულება კი ამ დროისთვის 45 მილიონი ევროა.
ანტონი "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2015 წელს "მონაკოდან" დაიმატა. მას შემდეგ ფრანგმა საკლუბო დონეზე 264 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 78 გოლი და 50 საგოლე გადაცემა შეასრულა.