ფეხბურთი

16:05 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ბორდალასი: "დღემდე მამარდაშვილი თამაშობს, მაგრამ სხვა ფეხბურთელებიც კარგად მუშაობენ"

ესპანური „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „ბილბაოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. გამოცდილმა სპეციალისტმა არ დაასახელა ითამაშებს თუ არა გიორგი მამარდაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეკითხვა მას დაუსვეს.

„მე არ ვასახელებ იმ ფეხბურთელებს სახელებს, რომლებიც ითამაშებენ, მათ მიმართ პატივისცემის გამო. დღემდე მამარდაშვილი თამაშობს, მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ასევე კარგად მუშაობენ. ჩვენთვის სადებატო მეკარის პოზიციაზე არაფერია, მაგრამ არის სამუშაო.

არავის მივუთითებ შეცდომებზე. პირველი პასუხისმგებელი პირი მწვრთნელია, ეს ყველამ ვიცით. ბოლო 18-25 წუთის განმავლობაში 5 გოლი გაგვიატნეს. ვიცით, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს არა მეტოქეების დამსახურებით, არამედ ჩვენი შეცდომებით მოხდა. თუმცა, ეს არ არის მოტივი, რომ შეცდომებზე ვინმეს მივუთითო, ამას არასდროს ვაკეთებდი და არც გავაკეთებ. ისინი „ვალენსიას“ ფეხბურთელები არიან და სურთ ყველაფერი გააკეთონ“, - თქვა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა 6 მატჩში ორჯერ კარი მშრალად შეინახა, 7 გოლი გაუშვა და პირველი ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. „ვალენსიასა“ და „ბილბაოს“ მატჩი კი 25 სექტემბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

0.132644