„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელის ლიონელ მესის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. ფრანგული მედიის ცნობით, ფეხბურთელი საწვრთნელ პროცესს დღეს ან შაბათ-კვირას დაუბრუნდება.
დიდი ალბათობით, ის არ ითამაშებს, უიქ-ენდზე „მონპელიესთან“ მატჩში, მაგრამ სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრისთვის მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი პსჟ-ს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 3 მატჩში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია.