ლონდონის „ტოტენჰემის“ ყოფილმა მწვრთნელმა ტიმ შერვუდმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ მწვრთნელი გახდება. ის ვარაუდობს, რომ ეს 18 თვეში მოხდება, როცა რონალდუს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ამოეწურება.
„ჩემი აზრით, 18 თვის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი იქნება. ეს მოხდება ავტომატურად, როდესაც პორტუგალიელი კარიერას დაასრულებს. ამაში ცუდი არაფერია და სულშერი ამას უნდა შეეგუოს. დარწმუნებული ვარ, კრიშტიანუ მწვრთნელი გახდება“, - თქვა შერვუდმა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში „მანჩესტერის“ მაისურით 3 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.