გერმანიის ქალაქ ობერსდორფში, პეკინის 2022 წლის ოლიმპიადის საგზურების მოსაპოვებლად ქართული წყვილი - კარინა საფინა და ლუკა ბერულავა იბრძვის. ოლიმპიადის დარჩენილი 3 საგზურის მისაღებად 15 ქვეყნის 16 -მა სპორტულმა წყვილი ასპარეზობს.
ქართველების დუეტმა დღეს მოკლე პროგრამა პრაქტიკულად უშეცდომოდ შეასრულა, რომელიც ტექნიკურად საკმაოდ რთული და ემოციურადაც დატვირთული იყო. ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით, სპორტული წყვილი 16 მონაწილეს შორის 66.46 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გავიდა, რაც თავისუფალი პროგრამის წინ სერიოზული განაცხადია. ლუკამ და კარინამ მეორე ადგილზე გასულ გერმანელ სპორტსმენებს მხოლოდ 0.20 ქულით აჯობეს, ხოლო მესამე პოზიციაზე ესპანელების წყვილს 62.21 ქულა აქვთ.
სპორტულ წყვილებში პეკინის ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად კარინა და ლუკას ხვალ თავისუფალ პროგრამაში მოუწევთ ასპარეზობა, რომელიც 22:00 საათზე დაიწყება.