ფეხბურთი

14:45 | 22.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სქოულზი: "კანტონა რონალდუს ჰგავდა, მაგრამ კრიშტიანუ ყველაზე დიდი პროფესიონალია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა ერიკ კანტონა და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს შეადარა. ინგლისელი ნახევარმცველის აზრით, ისინი ერთმანეთს წააგავდნენ, მაგრამ რონალდუ ყველაზე დიდი პროფესიონალია, ვინც მას უნახავს.

„ერიკი ძალიან ჰგავდა მას, მაგრამ კრიშტიანუ მაინც სხვა დონეზეა. კანტონა უბრალოდ მოედანზე ვარჯიშობდა და ნამდვილად არ უყვარდა სპორტდარბაზი. კრიშტიანუ ვარჯიშამდეც მუშაობდა და ვარჯიშის შემდეგად. არასდროს მინახავს ადამიანი, რომელიც მსგავს საკითხში მასზე პროფესიონალი იყოს. ის მთელი დღე მუშაობდა, ვარჯიშობდა საჯარიმო დარტყმებზე, მუშაობდა სიჩქარეზე. რონალდუმ გააკეთა ის, რაც მანამდე ბრიტანულ ფეხბურთელებს არ უნახავთ. თუმცა, ეს ყველაფერი არაა, ამ ვარჯიშების შემდეგაც სპორტდარბაზში მიდიოდა. კრიშტიანუმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კარგად მომზადებულიყო“, - თქვა სქოულზმა.

შეგახსენებთ, პოლ სქოულზი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ერიკ კანტონას თანაგუნდელიც იყო და კრიშტიანუ რონალდუსიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115466