ფეხბურთი

16:26 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის მორიგი გოლი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში (+VIDEO)

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის (K ლიგა) 31-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილის „ულსან ჰიუნდაიმ“ სტუმრად „პოჰანგი“ 2:1 დაამარცხა და ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.

ვაკომ 49-ე წუთზე მეტოქის კარში პენალტი ზუსტად დაარტყა, რითაც ანგარიში 2:0 გახადა და თავის გუნდს მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა. ყაზაიშვილი 81-ე წუთზე შეცვალეს.

„ულსან ჰიუნდაის“ 30 თამაშში 58 ქულა აქვს მოპოვებული, პირველ ადგილზეა და ჩემპიონთა ჯგუფში ასპარეზობის უფლება უკვე განაღდებული აქვს. ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში K ლიგაში 26 თამაშში თავი 7-ჯერ გამოიჩინა, გარდა ამისა, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 6 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.142981