ფეხბურთი

16:55 | 18.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" "იუვენტუსთან" სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება

იტალიურ "მილანს" სერია A-ს მეოთხე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "იუვენტუსის" წინააღმდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ოლივიე ჟირუ ვერ დაეხმარებიან. ორივე თავდამსხმელს ტრავმა აქვს და ინფორმაცია "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

"იბრაჰიმოვიჩს სურს სუპერმენი იყოს, მაგრამ ჯერ ვერ ახერხებს. ის პროგრესირებს, მაგრამ ხვალ ჩვენთან ერთად არ იქნება, ისევე, როგორც ჟირუ, რომელსაც „ლივერპულის“ შემდეგ ზურგი ასტკივდა", - თქვა პიოლიმ.

გარდა ამისა, "მილანს" ვერც ძირითადი მარჯვენა მცველი, დავიდე კალაბრია დაეხმარება, რომელსაც კუნთის პრობლემა აქვს.

შეგახსენებთ, "იუვენტუსისა" და "მილანის" მატჩი 19 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. სამი ტურის შემდეგ ტურინელებს მხოლოდ 1 ქულა აქვთ, ხოლო მილანელებმა სამივე მატჩი მოიგეს და სერია A-ს "რომასთან" და "ნაპოლისთან" ერთად ლიდერობენ.

0.116135