ფეხბურთი

16:10 | 18.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

As: "მამარდაშვილი კურტუას ტყუპისცალია და ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან"

ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსია“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს და ესპანურ მედიას ეჭვი არ ეპარება, რომ ხოსე ბორდალასი კარში ისევ გიორგი მამარდაშვილს ათამაშებს.

ცნობილმა გამოცემა As-მა მამარდაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა და ტიბო კურტუას შეადარა. „მამარდაშვილი, კურტუას ტყუპისცალის კოშკი „ვალენსიაში“ - ასეთია წერილის სათაური და მასში ვკითხულობთ:

„მისი კერპი ნოიერია, მაგრამ ბევრი მას სიმაღლისა და კონდიციების გამო კურტუას ადარებს. ისინი ლიგაში ყველაზე მაღალი მეკარეები არიან და კვირას შევძლებთ მათი დაპირისპირების ნახვას. ის ზაფხულში „ვალენსიაში“ უკანა კარიდან მივიდა. ეს იყო ერთ-ერთი ეგზოტიკური ტრანსფერი, რომელსაც კლუბები მეორე გუნდისთვის აკეთებენ. თუმცა, როდესაც ხოსე ბორდალასმა დაინახა ქართველის თამაში, მასში ეჭვი აღარ შეუტანია. გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში მეორე გუნდში, მესამე ლიგაში სათამაშოდ გადავიდა და პირველ გუნდში შეძლო დამკვიდრება თავისი ახალგაზრდული სულისკვეთებით და კარგი თამაშით.

მამარდაშვილმა აჯობა კრისტიან რივეროს, ხაუმე დომენეკსა და იასპერ სილესენს. მან თავისი მომენტი გამოიყენა და ისარგებლა თანაგუნდელების ტრავმებით, რათა ბორდალასის ნდობა მოეპოვებინა. მწვრთნელიც ენდო და გიორგი უკვე ერთ-ერთი სენსაციაა.

მამარდაშვილი ნოიერის ფანია, მაგრამ ბევრი მას უკვე ადარებს ტიბო კურტუას. გიორგი 199 სმ-ის სიმაღლის მეკარეა და ცაციაა. ის ძელებს შორის ძალიან თავდაჯერებული და მოქნილია. გარეგნულად მადრიდის „რეალის“ მეკარის ტყუპისცალია კოშკს ჰგავს, რადგან კურტუაც ცაციაა და მხოლოდ ერთი სანტიმეტრით მაღალია. გიორგი და ტიბო ლა ლიგის კოშკები არიან, ჩემპიონატის ყველაზე მაღალი მეკარეები. ხვალ ისინი ერთმანეთის პირისპირ ითამაშებენ. არსებობს განსხვავება მათ ფასებში: კურტუას 60 მილიონი ევრო მამარდაშვილის 800 000 ევროს წინააღმდეგ“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და მხოლოდ ორი გოლი გაუშვა, ხოლო პირველ ტურში საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. „ვალენსია“ – „რეალის“ მატჩი 19 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135184