ფეხბურთი

15:09 | 18.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის გოლი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში (+VIDEO)

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის (K ლიგა) მორიგ ტურში ვაკო ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „ულსან ჰიუნდაი“ „დეგუს“ ესტუმრა და 1:2 წააგო, თუმცა, ანგარიში ვაკომ გახსნა.

მე-15 წუთზე ყაზაიშვილმა მეტოქეს ბურთი წაართვა და საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით მეკარეს შორეულ დაბალ კუთხეში გაიტანა. მეორე ნახევარში „დეგუმ“ თამაშის შემოტრიალება მოახერხა, ორი გოლი გაუტანა მეტოქეს და იმარჯვა.

„ულსან ჰიუნდაის“ 29 ტურში 55 ქულა აქვს მოპოვებული, პირველ ადგილზეა და ჩემპიონთა ჯგუფში ასპარეზობის უფლება უკვე განაღდებული აქვს. ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში K ლიგაში 25 თამაშში თავი 6-ჯერ გამოიჩინა, გარდა ამისა, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 6 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.118428