ფეხბურთი

10:57 | 18.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: "მესის კარიერის "ბარსელონაში" დასრულება სურდა, მაგრამ ჩვენი ისტორია დაიწყო"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. როგორც ბრაზილიელმა განაცხადა, არგენტინელ ფეხბურთელს პირველად მიმდინარე იანვარში დაუკავშირდნენ, მაგრამ მაშინ მესის „ბარსაში“ დარჩენა უნდოდა და კლუბის დატოვებას არ გეგმავდა.

„არ დავმალავ, მესისთან ვისაუბრეთ, ეს იანვარში მოხდა. „ბარსელონასთან“ კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვე რჩებოდა. მესის იმ დრომდე არ ვეკონტაქტებოდით. ვფიქრობ, ლეოს „ბარსელონაში“ დარჩენა უნდოდა. სიმართლე გითხრათ, ის დარწმუნებული იყო, რომ წასვლა არ სურდა და თქვა, რომ კარიერის დასრულება „ბარსელონაში“ უნდოდა. თუმცა, საბოლოოდ სიტუაცია შეიცვალა, მესის ამბავი „ბარსაში“ დასრულდა და ჩვენთან დაიწყო. მისი მსგავსი ფეხბურთელის ნახვა პსჟ-ში წარმოუდგენელი გრძნობაა“, - თქვა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი „პარი სენ ჟერმენს“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

0.115868