კატალონიის „ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტმა ედუარდ რომეუმ მადრიდის „რეალი“ და მისი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი შეაქო. როგორც მან თქვა, პერესმა კლუბი ეკონომიკური კრიზისის დროს იდეალურად მართა და „ბარსელონას“ მისთვის უნდა მიებაძა.
„მათ ნამდვილად შეუძლიათ მბაპეს და ჰოლანდის გაფორმება. „რეალი“ დიდი და ძალიან ძლიერი კლუბია. ჩვენ ბოლო წლებში უფრო ყურადღებიანები რომ ვყოფილიყავით, შეიძლებოდა იგივე სიტუაციაში ვყოფილიყავით. მინდა, ფლორენტინო პერესის წინაშე ქედი მოვიხარო, რადგან კლუბს ის მართავს. ვერავინ გააკეთებდა პერესზე უკეთესად ეკონომიკურ საქმეებს. ძალიან აღფრთოვანებული ვარ მისი საქმიანობით“, - ციტირებს რომეუს სიტყვებს Marca.