ავტოსპორტი

4:59 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ ჰამილტონის მანქანის დაზიანების ხარისხს გვაცნობს

მონცაზე მომხდარი ინციდენტი, რომლის შედეგადაც, რბოლას ტიტულისთვის მებრძლი ორივე პილოტი გამოაკლდა, ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტია. თუნდაც იმიტომ, რომ ინციდენტის დროს, სერიოზულ ტრავმებს გადაურჩა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი.

„მერსედესმა“ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც გუნდის მთავარი ინჟინერი ენდრიუ შოვლინი, ჰამილტონის და მისი მანქანის დაზიანების შესახებ საუბრობს.

„უკანა ფრთა ძლიერ დაზიანდა. ასევე დაზიანდა წინა ფრთები და ძირი. მთავარი დარტყმა კი მანქანამ დამცავ სისტემა ჰალოს და რკალის არეალში მიიღო. ერთი შეხედვით, ძალური დანადგარი და გადაცემათა კოლოფი მთელია. მაგრამ ჩვენ ორივე უფრო დაკვირვებით უნდა დავათვალიეროთ. ყველაზე ძლიერი დარტყმა ჰალომ და უსაფრთხოების რკალმა მიიღო“, - ყვება შოვლინი.

ის ასევე ჰამილტონის მდგომარეობის შესახებ მოგვითხრობს: „ლუისი კარგადაა. მას კისერი სტკივა, რადგან ავარიის მომენტში, მისი თავი ინერციით წინ ძლიერ დაიხარა. საჭიროა დრო, რომ ტკივილმა გაუაროს. იმედი მაქვს, რომ სოჭის რბოლისთვის, ის საბრძოლო მზადყოფნაში იქნება“.

0.131638