ფეხბურთი

21:40 | 16.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი რონალდუზე: "მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი, ვეტყოდი, რომ დამჯდარიყო"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი თავდამსხმელი „იანგ ბოისთან“ 72-ე წუთზე ოლე გუნარ სულშერმა შეცვალა, რონალდუ კი ამის შემდეგ მწვრთნელის გვერდით იდგა და ფეხბურთელებს მითითებებს აძლევდა.

ფერდინანს კრიშტიანუს ეს საქციელი არ მოეწონა, მაგრამ იქვე დაამატა, რომ ის უბრალოდ ასეთია და გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებს.

„მე რომ მისი მწვრთნელი ვყოფილიყავი, ვეტყოდი, რომ გაჩერებულიყო და სათადარიგო სკამზე დამჯდარიყო. თუმცა, კრიშტიანუ ასეთია, მას ყოველთვის გამარჯვება სურს და თუ ის მწვრთნელის გვერდით დგება გამარჯვების მოსაპოვებლად, ამას უბრალოდ თავისი ქარიზმით აკეთებს“, - თქვა ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, „იანგ ბოისთან“ რონალდუმ გოლი გაიტანა, მაგრამ ეს „მანჩესტერისთვის“ საკმარისი არ გამოდგა და შვეიცარიელებმა 2:1 მოიგეს.

0.104444