„მილანს“ ზლატან იბრაჰიმოვიჩი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ სავარაუდოდ ვერ დაეხმარება. ამის შესახებ შვედმა ფეხბურთელმა თავად განაცხადა და თქვა, რომ გარისკვა არ უნდა.
„მყესთან დაკავშირებით პატარა პრობლემა მაქვს. არ მინდა გავრისკო და გამოვტოვო იმდენი თამაში, რამდენიც შარშან. არ მინდა შეცდომების დაშვება, ჩემს სხეულს უნდა მოვუსმინო იმაზე ფიქრის გარეშე, რომ სუპერმენი ვარ“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ტრავმის გამო ევრო 2020 გაუცდა, ის მოედანზე წინა ტურში „ლაციოსთან“ დაბრუნდა და გოლიც გაიტანა, მაგრამ ისევ დაშავდა და „მილანს“ „ლივერპულთან“ მატჩშიც დააკლდა.
აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსი“ – „მილანის“ შეხვედრა 19 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.