ფეხბურთი

20:19 | 16.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სტიუარდი: "როცა რონალდუ დავინახე, მეგონა, რომ მკვდარი ვიყავი"

„იანგ ბოისისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩის დაწყებამდე კრიშტიანუ რონალდუმ სტიუარდ ქალს თავში ბურთი გაარტყა, რომელიც მაშინვე ძირს დაეცა და პორტუგალიელი დაშავებულთან მივიდა. სტიუარდმა გაიხსენა ის წუთები და თქვა, რომ როცა რონალდუ დაინახა, ეგონა, რომ მკვდარი იყო.

„ძლიერი დარტყმა იყო და დავეცი. შემდეგ დავინახე, რომ რონალდუ ჩემს ზემოთ იყო და ვთქვი: „ღმერთო, მკვდარი ვარ?“ რონალდუმ კი მიპასუხა: „არა, არა, ბოდიში! კარგად ხართ?“ თავი ძალიან მტკიოდა, მაგრამ როდესაც რონალდუ დავინახე, თავის ტკივილი თითქოს გამიქრა“, - თქვა მან Blick-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ დაშავებულ სტიუარდს მატჩის შემდგე თავისი მაისური აჩუქა და ბოდიში ასეთი ჟესტითაც მოუხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110849