ფეხბურთი

12:23 | 16.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მალინოვსკიმ უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა

იტალიური „ატალანტას“ ნახევარმცველმა, რუსლან მალინოვსკიმ, უკრაინის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ალეკსანდრ პეტრაკოვი გააკრიტიკა. ამ უკანასკნელმა ახლახან ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ ერთ-ერთ მატჩში მალინოვსკიმ ნაკრებში თამაშზე უარი თქვა, შემდეგ კი ბოდიშის მოხდა მოითხოვა ძირითად შემადგენლობაში არდაყენების გამო.

„ბოლო დროს ბევრს საუბრობენ უკრაინის ნაკრებისადმი ჩემს დამოკიდებულებაზე და იძულებული ვარ ვუპასუხო.

ჩემთვის დიდი პატივია ეროვნულ ნაკრებში თამაში და ყოველთვის სიხარულით მივდივარ შეკრებებზე. რამდენ წუთს გავატარებ მინდორზე, ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია და როგორც პროფესიონალი, მათ აზრს პატივს ვცემ.

აქამდე არაფერი მითქვამს ბოლო სანაკრებო შეკრების შესახებ, რათა შიდავითარება არ დამეძაბა. არადა, მწვრთნელი დადის და ფეხბურთელებს სათითაოდ ეუბნება - მალინოვსკი ჩემს სქემაში ვერ ჯდებაო. ცხადია, ეს ინფორმაცია ჩემამდეც მოვიდა. მესმის მისი პოზიცია, მაგრამ არ მესმის რატომ განიხილავს ამ ამბავს სხვებთან და არა ჩემთან.

როგორც ყველა ამბიციური ფეხბურთელი, მინდა ბევრი ვითამაშო, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მასზე გაბრაზებული არ ვარ, მაგრამ...“ - წერს ინსტაგრამში მალინოვსკი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1138