ფეხბურთი

21:13 | 15.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" მარტინესი 90 მილიონად არ გაყიდა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და მილანის "ინტერის" თავდამსხმელს ლაუტარო მარტინესს შესაძლოა კარიერა სხვა კლუბში გაეგრძელებინა, თუმცა იტალიელებმა შემოთავაზებებზე უარი თქვეს. როგორც Gazzetta della Sport-ი იუწყება, ფეხბურთელის სანაცვლოდ "ტოტენჰემი", "ატლეტიკო" და "არსენალი" 90 მილიონ ევროს იხდიდნენ, თუმცა "ინტერიდან" უარი მიიღეს.

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე "ჩელსიმ" "ინტერიდან" რომელუ ლუკაკუ 115 მილიონ ევრო სანაცვლოდ დაიმატა და ამჯერად იტალიელებმა გუნდის კიდევ ერთი ლიდერის გაშვება არ ისურვეს. ლაუტარო მილანურ გუნდში 2018 წლიდან თამაშობს და 134 შეხვედრაში 51 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113032