ფეხბურთი

17:13 | 15.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდომ დაასახელა მიზეზი, რის გამოც "რეალს" მბაპეს ტრანსფერზე უარი უთხრეს

„პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. როგორც ბრაზილიელმა აღნიშნა, მათ „რეალისგან“ შეთავაზება მიიღეს, მაგრამ არცთუ ხელსაყრელი და ამიტომ, ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი თქვეს.

„ერთადერთი შეთავაზება, რაც მივიღეთ ჩვენი თავდამსხმელისთვის, მადრიდის „რეალისგან“ იყო, რომელიც უარვყავით, რადგან ეს არ იყო საკმარისად კარგი, ნაკლებს იხდიდნენ, ვიდრე ჩვენ გადავიხადეთ. გარდა ამისა, არ მოგვეწონა ესპანური კლუბის საქციელი, რომელიც ელოდებოდა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შეთავაზების გაკეთებას.

მისი კონტრაქტი ივნისში იწურება? არასდროს გვიფიქრია მის გაყიდვაზე, არმგონია, რომ სეზონის ბოლოს წავიდეს და ვერ წარმოგვიდგენია მომავალი მის გარეშე“, - თქვა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

0.115833