კატალონიის „ბარსელონამ“ ევროტურნირებზე პირადი ანტირეკორდი დაამყარა. Opta-ს ცნობით, „ბლაუგრანამ“ ისტორიაში პირველად წააგო ევროთასებზე შინ ზედიზედ სამი მატჩი.
„ბარსა“ გასული წლის დეკემბერში „კამპ ნოუზე“ „იუვენტუსთან“ 0:3 დამარცხდა, შემდეგ კი, მიმდინარე წლის თებერვალში „პარი სენ ჟერმენთან“ 1:4 და ამჯერად, „ბაიერნთან“ – 0:3.
აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონამ“ ევროტურნირებზე ბოლო საშინაო გამარჯვება გასული სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში კიევის „დინამო“ დაამარცხა (2:1).