ფეხბურთი

19:20 | 14.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "ჩემპიონთა ლიგაზე "მილანის" შესახებ ისტორია ლაპარაკობს"

იტალიური „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე 7-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება და პირველ ტურში სტუმრად „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ პრესკონფერენციაზე „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ახალი ისტორიის დაწერას ეცდება.

„მილანის“ ისტორია ლაპარაკობს „მილანის“ შესახებ ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ აქ 7 წელია არ ვყოფილვართ. ახლა გვსურს და ვეცდებით დავწეროთ, იბრას, კიაერის, კესის, ბენასერისა და კალაბრიას „მილანის“ ისტორია. ძალია ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელსაც დიდი მწვრთნელი წვრთნის და რომელმაც ორი წლის წინ ჩემპიონთა ლიგა. არ უარვყოფთ, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ აქ ჩვენი ფეხბურთისთვის ჩამოვედით. ვიცით, „ლივერპულის“ თვისებები. ეს არის ძალიან ვერტიკალური გუნდი, ორი ძალიან სწრაფი თავდამსხმელით, როგორიც მანე და სალაჰია, რომლებმაც იციან როგორ შეაღწიონ სისწრაფეებით საჯარიმოში“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „მილანის“ მატჩი 15 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ „როსონერი“ ისტორიაში პირველად ითამაშებს „ენფილდ როუდზე“.

0.118282