იტალიური „მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ლივერპულთან“ ვერ ითამაშებს. შვედ ფეხბურთელს აქილევსის მყესის დაზიანება აღენიშნება და მოედანზე ვერ გავა.
იბრას დაზიანება სერიოზული არაა, მაგრამ კლუბში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ გარისკონ. ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად რა პერიოდი გაუცდება სკანდინავიელ ვარსკვლავს და იქნება თუ მოედანზე 19 სექტემბერს, კიდევ ერთი სუპერმატჩში, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩი მძიმე ტრავმის შემდეგ წინა ტურში რომის „ლაციოსთან“ დაბრუნდა და გოლიც გაიტანა. „ლივერპული“ – „მილანის“ მატჩი 15 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება და ეს იქნება პირველი თამაში ისტორიაში, როდესაც „მილანი“ „ენფილდ როუდზე“ ითამაშებს.