„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი რედნაპმა, ჟურნალისტებს გაუმხილა თუ ვინ მიაჩნია პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტად.
„თუკი ამ ოთხეულს შევხედავთ: „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ჩელსი,“ „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული,“ მერსისაიდელები ამ კომპანიის ლიდერები იქნებიან.
ზოგი ამბობს „მანჩესტერი“ იპირველებსო, თუ გავითვალისწინებთ რამდენი ფული დახარჯეს ზაფხულში და რას აკეთებს კრიშტიანუ რონალდუ უკვე ვნახეთ.
„ჩელსიც“ შესანიშნავად გამოიყურება. ლუკაკუს ჩინებულოი სტარტი აქვს. ცხდია, ოთხეულში „სიტიც“ იქნება, მაგრამ ჩემპიონი „ლივერპული“ გახდება.“ - ციტირებს რედნაპის სიტყვებს Football.London