ფეხბურთი

2:59 | 14.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება: რონალდუს ინტრიგა და "ბარსელონას" რევანშის სურვილი

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონი დღეს სტარტს აიღებს. ოთხ ჯგუფში რვა მატჩი გაიმართება და დაიწყება ყველაზე საინტერესო საკლუბო ტურნირი, რომელსაც გულშემატკივრები ყოველთვის განსაკუთრებულად ელოდებიან.

დღის ცენტრალური მატჩი უდავოდ E ჯგუფში შედგება, სადაც „ბარსელონა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს. 2019-2020 წლების სეზონის მეოთხედფინალში გერმანელებმა ესპანელები საშვილიშვილოდ შეარცხვინეს და 8:2 მოუგეს. ამრიგად, რონალდ კუმანის გუნდს რევანში აქვს ასაღები, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ „ბარსა“ დღეს ფავორიტია. მიუხედავად იმისა, რომ „ბლაუგრანამ“ სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო, „ბაიერნი“ გაცილებით ძლიერი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს და სეზონის სტარტზეც უკვე ძალიან დამაჯერებელია. ამასთან. „ბარსას“ „ბაიერნთან“ ევროთასებზე 7 მარცხი აქვს განცდილი და მხოლოდ ორჯერ იმარჯვა. ასე და ამგვარად, „რეკორდმაისტერის“ წინააღმდეგ, როგორც წესი, საკმაოდ უჭირს და ეჭვგარეშეა, არც დღევანდელი თამაში იქნება გამონაკლისი, მაგრამ ისიც ცხადია, რომ „ბლაუგრანა“ „კამპ ნოუზე“ ყველასთვის საშიში მეტოქეა. „ბარსელონას“ უკვე 24 წელის ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში არ წაუგია, რაც ყურადსაღები სტატისტიკაა, მაგრამ მეორეს მხრივ, „ბაიერნი“ პირველ ტურში ზედიზედ 17 სეზონია გამარჯვებას ახერხებს. ამავე ჯგუფში კიევის „დინამო“ ლისაბონის „ბენფიკას“ უმასპინძლებს და ამ გუნდებს თუ რამეზე პრეტენზია აქვთ, აუცილებლად 3 ქულისთვის უნდა იბრძოლონ.

რა თქმა უნდა, დღეს ყურადღების ცენტრში ბერნი იქნება, სადაც „იანგ ბოიზის“ წინააღმდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ითამაშებს და კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე 2009 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს „წითელი ეშმაკების“ მაისურით. კრიშტიანუს დაბრუნება „მანიუში“ ფანტასტიკური გამოვიდა და „ნიუკასლს“ დუბლი შეუსრულა. ცხადია, ჩემპიონთა ლიგასთან პორტუგალიელის დამოკიდებულება ყველას კარგად მოეხსენება და „იანგ ბოიზთან“ ის მოედანზე ძალიან დიდი მოტივაციით გავა. მოკლედ, დღის ალბათ, მთავარი ინტრიგაც სწორედ რონალდუს თამაში იქნება. ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ესპანური „ვილიარეალი“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს. ჯგუფში ინგლისური გრანდი ფავორიტია, შვეიცარიული აუტსაიდერი და ამდენად, „ვილიარეალმა“ და „ატალანტამ“ წესით მეორე ადგილისთვის უნდა იბრძოლონ. შესაბამისად, სასწორზე ძალზე ძვირფასი ქულები დევს.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ლონდონის „ჩელსი“ ახალ სეზონს H ჯგუფში „ზენიტთან“ საშინაო მატჩით გახსნის და ნათელია, რომ ტომას ტუხელის გუნდი აშკარა ფავორიტია. წესით, ინგლისურმა გუნდმა 3 ქულა ზედმეტი პრობლემების გარეშე უნდა მოიპოვოს. ამავე ჯგუფში ტურინის „იუვენტუსი“, რომელმაც სეზონი კატასტროფულად დაიწყო, შვედეთში „მალმიოს“ ესტუმრება და თუ გავითვალისწინებთ მასიმილიანო ალეგრის გუნდის ფორმას, ადვილი გასეირნება ნამდვილად არ ელოდება.

დღეს კიდევ ორი მატჩია, ორივე G ჯგუფში და ჩრდილშია მოქცეული: „ლილი“ „ვოლფსბურგს“ უმასპინძლებს, ხოლო „სევილია“ „ზალცბურგს“. 6 შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, ხოლო ორი („იანგ ბოიზი“ – „მანჩესტერი“, „სევილია“ – „ზალცბურგი“) სტარტს 20:45 საათიდან აიღებს.

E ჯგუფი

„ბარსელონა“ – „ბაიერნი“

„ბარსელონა“ (3-5-2): ტერ შტეგენი; არაუხო, პიკე, ლენგლე; სერხი რობერტო, ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი, ალბა; დეპაი, ლ. დე იონგი

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; პავარი, უპამეკანო, ერნანდესი, დევისი; კიმიხი, გორეცკა; სანე, მიულერი, მუსიალა; ლევანდოვსკი

„დინამო კიევი“ – „ბენფიკა“

„დინამო კიევი“ (4-2-3-1): ბოიკო; კეძიორა, ზაბარნი, სიროტა, მიკოლენკო; სიდორჩუკი, შაპარენკო; ციგანკოვი, გარმაში, დე პენა; შკურინი

„ბენფიკა“ (3-4-1-2): ვლახოდიმოსი; ოტამენდი, ვერტონგენი, მორატო; დიოგო გონსალევში, ვაიგლი, ჟოაო მარიო, გრიმალდო; ტაარაბტი; რაფა, იარემჩუკი

F ჯგუფი

„იანგ ბოიზი“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“

„იანგ ბოიზი“ (4-4-2): ვონ ბალმოსი; ჰეფტი, ლაუპერი, კამარა, გარსია; ფასნახტი, აბიშერი, მარტინსი, ნგამალეუ; ელია, ზიბეტხუ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (4-2-3-1): დე ხეა; ვან-ბისაკა, ვარანი, მაგუაირი, შოუ; ფრედი, პოგბა; გრინვუდი, ბრუნო ფერნანდეში, სანჩო; რონალდუ

„ვილიარეალი“ – „ატალანტა“

„ვილიარეალი“ (4-3-3): რული; ფოიტი, ალბიოლი, პაუ ტორესი, მორენო; ტრიგეროსი, კაპო, პარეხო; მორენო, დია, პინო

„ატალანტა“ (3-4-1-2): მუსო; ტოლოი, დემირალი, ჯიმშიტი; მაეჰლე, ფროილერი, დე რუნი, გოსენსი; პესინა; მალინოვსკი, ძაპატა

G ჯგუფი

„სევილია“ – „ზალცბურგი“

„სევილია“ (4-3-3): ბონო; ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, აკუნია; ფერნანდო, ჯორდანი, რაკიტიჩი; სუსო, ენ-ნესირი, ოსკარი

„ზალცბურგი“ (4-1-3-2): კონი; კრისტენსენი, სოლეტი, ვიობერი, ულმერი; კამარა; აარონსონი, შუშიჩი, სიევალდი; შეშკო, ადეიემი

„ლილი“ – „ვოლფსბურგი“

„ლილი“ (4-4-2): გრბიჩი; ზეკი ჩელიკი, ფონტე, ბოტმანი, რეინილდო; იაზიჯი, ანდრე, შეკა, გომესი; დავიდი, ბურაკ ილმაზი

„ვოლფსბურგი“ (4-2-2-2): კასტეელსი; მბაბუ, ლაკრუა, ბრუკსი, რუსილონი; გილავოჯი, არნოლდო; ფილიპი, სტეფენი; ვერგოსტი, ნმეჩა

H ჯგუფი

„ჩელსი“ – „ზენიტი“

„ჩელსი“ (3-4-3): მენდი; ასპილიკუეტა, ტიაგო სილვა, რიუდიგერი; ჯეიმსი, კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, ალონსო; ჰავერტცი, ლუკაკუ, მაუნტი

„ზენიტი“ (5-3-2): კრიციუკი; კუზიაევი, ჩიციაკოვი, რაკიცკი, დუგლას სანტოსი, კრუგოვოი; მალკომი, კლაუდინიო, ვენდელი; ეროხინი, აზმუნი

„მალმიო“ – „იუვენტუსი“

„მალმიო“ (4-4-2): დიავარა; ბეიმო, აჰმედჰოჯიჩი, ბრორსონი, ოლსონი; ბირმანჩევიჩი, რაკიპი, კრისტიანსენი, რიეკსი; ბერგეტი, ჩოლაკი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტანკური, ლოკატელი, რაბიო; კუადრადო, დიბალა, მორატა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.197946