ფეხბურთი

20:47 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ ბეილი ტრავმირებულია და "ინტერთან" ვერ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი გარეთ ბეილი ტრავმირებულია. მან დაზიანება ვიგოს „სელტასთან“ მატჩში მიიღო.

უელსელ ფეხბურთელს მილანის „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩი გაუცდება, ის განაცხადშიც არ შეიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, როდემდე იუქმებს გარეთი.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ბეილმა „რეალის“ მაისურით სამი მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117467
სარეკლამო ადგილი - 99
X x X