საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში, „პარი სენ-ჟერმენმა“ „კლერმონს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.
დუბლი მიითვალა ანდერ ერერამ. ასევე თავი კილიან მბაპემ და იდრისა გეიმ გამოიჩინეს. პარიზელებმა: ლიონელ მესის, ანხელ დი მარიას, ლეანდრო პარედესის, სერხიო რამოსისა და მარკო ვერატის გარეშე ითამაშეს.
პსჟ 15 ქულით ლიდერობს ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილს.