ფეხბურთი

16:36 | 11.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "მსოფლიოს ჩემპიონატი საუკეთესო ტურნირია და ყოველ ორ წელში მისი ყურება გამიხარდება"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა არსენ ვენგერის იდეას მხარს უჭერს მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში გამართვასთან დაკავშირებით.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, ეს არის საუკეთესო ტურნირი მსოფლიოში და მისი ყოველ ორ წელში ყურება ძალიან კარგი იქნება.

„ყოველთვის მიხარია, როდესაც ახალი იდეები განიხილება და თქვენ არ შეგიძლიათ მათი კრიმინალიზაცია. კლუბები და ლიგები იცავენ თავიანთ პოზიციებს, ფიფა თავისას და უეფაც თავისას. ამიტომაც, მსოფლიო ფეხბურთში იდეების განხილვა აბსურდულ დონემდე მიდის, რადგან ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.

მსოფლიოს ჩემპიონატი შესანიშნავია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი და როგორც მაყურებელს, მიყვარს მისი ყურება. მსოფლიოს ჩემპიონატის ყურება ყოველ ორ წელიწადში კარგი იქნება. მე სრულად ვუჭერ მხარს არსენ ვენგერს. თუ მსოფლიოს ჩემპიონატი არ ჩატარდება, მაშინ სხვა ტურნირია საჭირო, მაგალითად კონფედერაციათა თასი. მიხარია, რომ არაჩვეულებრივი მიღწევის მქონე ადამიანი არა მხოლოდ პრემიერლიგაში, არამედ მსოფლიო ფეხბურთშიც, გვთავაზობს მსგავს იდეებს“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, ფიფაში მომუშავე არსენ ვენგერი მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეით გამოვიდა და ფიფა აპირებს ეს საკითხი სერიოზულად განიხილოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104418