ფეხბურთი

15:32 | 11.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ბორდალასი: "ვალენსიაში" მეკარებში დიდი კონკურენციაა, მაგრამ ვიცით ვინ ითამაშებს"

ესპანური „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „ოსასუნასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მეკარეების შესახებ კითხვასაც უპასუხა. ესპანელ სპეციალისტს ჰკითხეს, ვინ დაიცავდა პამპლონაში ვალენსიელთა კარს, რაზეც მან უპასუხა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

„ვალენსიაში“ მეკარის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ეს გუნდისთვის კარგია. როგორც იცით, გიორგი თავის ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული და ამიტომ, ცოტა გვიან შემოგვიერთდა, მაგრამ ვიცით, ვინ იქნება კარში“, - აღნიშნა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, „ოსასუნა“ – „ვალენსიას“ მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება. „ვალენსიამ“ პირველ სამ ტურში 7 ქულა მოიპოვა და ერთადერთი გოლი გაუშვა, ხოლო კარს სამივე მატჩში მამარდაშვილი იცავდა. 20 წლის ქართველის სეივი აგვისტოში ლა ლიგის საუკეთესო სეივად დასახელდა, ხოლო გიორგი პირველი ტურის საუკეთესო მეკარედაც აღიარეს.

0.114563