ინგლისის პრემიერლიგის აგვისტოს საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი "ტოტენჰემის" დამრიგებელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ და "ვესტ ჰემის" თავდამსხმელი მაიკლ ანტონიო გახდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდ ავრცელებს.
სანტუს გუნდმა გასულ თვეში სამი მატჩი ჩაატარა "მანჩესტერ სიტისთან", "ვულვზსა" და "უოტფორდთან" და სამივე ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოიგო. "ტოტენჰემი" პრემიერლიგას 9 ქულით ლიდერობს. რაც შეეხება ანტონიოს, მაიკლმა ასევე სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.