ფეხბურთი

18:07 | 10.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ნაკრებიდან შენოლ გიუნეში დაითხოვეს

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შენოლ გიუნეში დაითხოვეს. ფეხბურთის ფედერაციამ და მწვრთნელმა შეთანხმებას კონტრაქტის გაწყვეტაზე მიაღწიეს.

გიუნეში უსამსახუროდ ნიდერლანდების ნაკრებთან 1:6 წაგების შემდეგ დარჩა. თურქეთი მან ევრო 2020-ზე გაიყვანა, მაგრამ იქ ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში წააგო, რასაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარუმატებელი თამაში მოჰყვა და თურქეთი პირველი ადგილიდან მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.

გიუნეშს თურქეთის ნაკრებშიც ადრეც უმუშავია და 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოაგებინა, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123191