ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კრიშტიანუ რონალდუზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, პორტუგალიელს იტალიურ გრანდში თამაში არ სურდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და "იუვეს" სიძლიერე ყოველთვის გუნდურობაში მდგომარეობდა.
"რონალდუს აღარ უნდოდა „იუვენტუსში“ თამაში, ის წავიდა და ნებისმიერ შემთხვევაში ეს მისი ბოლო წელი იქნებოდა აქ. ჩვენ ერთი წლით წინ წავიწიეთ. წარმატებებს ვუსურვებთ კრიშტიანუს, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. არ ვარ იმაზე საუბრით დაინტერესებული, თუ რა მოხდა. „იუვე“ ყოველთვის გუნდურად იმარჯვებდა, ეს დნმ-ში აქვს. კონკურენტუნარიანობისთვის და გამარჯვებისთვის საჭიროა დიდი ამბიციები გქონდეს, საკუთარი თავის სიყვარული და ვნება იმის მიმართ, რასაც აკეთებ", - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ "იუვენტუსში" 2018-2021 წლებში 133 მატჩში 101 გოლი გაიტანა და ის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.