„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.
“აქ დასასვენებლად არ მოვსულვარ. როგორც ადრე ვთქვი, კარგად ვთამაშობდი ამ კლუბში და ტიტულებს ვიგებდით. აქ მრავალი წლის განმავლობაში ვთამაშობდი, მაგრამ ახლა აქ კიდევ ერთხელ ტიტულების მოსაგებად ვარ.
მზად ვარ, ისევე, როგორც ჩემი თანაგუნდელები. მზად ვიმუშაო, ვიმუშაო და ისევ ვიმუშაო. ჩემთვის, გულშემატკივრებისთვის და კლუბისთვის. ეს არისი დიდი შესაძლებლობა და წინ გადადგმული ნაბიჯი. მზად ვარ და ვფიქრობ, „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ვიქნები მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში თქვა რონალდუმ.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერში“ 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პორტუგალიელის დებიუტი 11 სექტემბერს, „ნიუკასლ იუნაიტედთან“ მატჩშია მოსალოდნელი.