გერმანიის ნაკრების თვითმფრინავი, რომელიც რეიკიავიკიდან ფრანკფურტში მიფრინავდა, ავარიულად დაეშვა ედინბურგის აეროპორტში - გვამცნობს Bild.
წყაროს ინფორმაციით, თვითმფრინავი რეიკიავიკიდან უპრობლემოდ გამოფრინდა, თუმცა შოტლანდიის ქალაქ არბროტის თავზე გადაფრენისას, ბორტიდან ავარიული სიგნალი გაისმა, რის შემდეგაც ლაინერი ედინბურგის აეროპორტში დაეშვა. არავინ დაშავებულა.
გერმანიის ნაკრებმა რეიკიავიკში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ჩაატარა ისლანდიასთან და 0:4 გაიმარჯვა.