ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ „ფურია როხა“ პეპ გვარდიოლამ უნდა ჩაიბაროს. ენრიკე დარწმუნებულია, რომ ესპანეთის ნაკრებისთვის მომავალში გვარდიოლაზე უკეთესი მწვრთნელი არ მოიძებნება.
„ვისურვებდი, რომ გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს, ეს მომეწონება და იდეალური იქნება. მინდა, რომ ეროვნულმა ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით ითამაშოს. არმგონია, რომ ესპანეთის ნაკრებისთვის უკეთესი მწვრთნელი მოიძებნოს“, - თქვა ენრიკემ.
შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლამ არცთუ ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლის შემდეგ სანაკრებო დონეზე მუშაობა სურს და არაა გამორიცხული სოწრედ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს.