მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი, ლეროი სანე, ზამთარში, შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს - გვამცნობს Talksport.
წყაროს ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელით „არსენალი,“ „ტოტენჰემი“ და „ჩელსი“ დაინტერესებულან. თუმცა ამათში ფავორიტები „არისტოკრატები“ ყოფილან, რადგან ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებენ.
შეგახსენებთ, რომ სანე უკვე თამაშობდა ინგლისში. 2016-20 წლებში ის „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა.