ჩოგბურთი

3:02 | 7.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ის ღიას ყველაზე ახალგაზრდა მეოთხედფინალისტი

18 წლის ესპაენლმა კარლოს ალვარესმა, აშშ-ის ღია პირველობის მეოთხე წრეში, გერმანელ პეტერ გოჟოვჩიკს 5-7, 6-1, 5-7, 6-2, 6-0 მოუგო და ღიას (პროფესიონალურ) ეპოქაში, გახდა ამერიკული სასლემო ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მეოთხედფინალისტი.

ალკარასი 18 წლის და ოთხი თვისაა და ის რვა დღით უმცროსია, ვიდრე 1988 წლის აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალში გასული ანდრე აგასი იყო. სხვათა შორის, აგასიმ მაშინ ნახევარფინალსაც მიღწია. უფრო მეტიც, ალკარასი აშშ-ის ღიას ყველაზე ახალგაზრდა მეოთხედფინალისტია 1963 წლის შემდეგ, როცა ამ ეტაპს ბრაზილიელმა თომას კოხმა მიაღწია. ოღონდ, მაშინ ტურნირს აშშ-ის ჩემპიონატი ერქვა.

„ძალიან ძნელია ხუთსეტიანი შეხვედრების თამაში. იმედი მაქვს, მეორე კვირაში უფრო ხშირად ვითამაშებ ხოლმე. აქ მეოთხედფინალში გასვლას არ ველოდი“, - განცხადა ალკარასმა.

გოჟოვჩიკი ესპანელზე 14 წლით უფროსია, მაგრამ დიდი სლემის ტურნირებზე, მეოთხე წრეში ეს მისი პირველი გასვლა იყო. მან კარგად დაიწყო და პირველი სეტი მოიგო კიდეც. მაგრამ მეოთხეში ბარძაყის კუნთი დაეჭიმა და ექიმის დახმარება დასჭირდა.

ამის მიუხედავად, გერმანელმა ბოლომდე იბრძოლა. თუმცა ტრავმის გამო, ძალა გამოელია და მეხუთე წრეში, მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. შეხვედრა 3 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა.

ალკარასმა თამაშიდან 35 ქულა აიღო და შვიდჯერ ეისი მოაწოდა. 15 ქულა მან ბადესთან გასვლებით დააგროვა. მეტოქემ მას გამარჯვებაში 84 უნებლიე შეცდომით შეუწყო ხელი.

„პირველ სეტში მეგონა, რომ ფიზიკურად და მენტალურად, ჩემს ზღვარს მივაღწიე. ამ სიტუაციაში, მაყურებლის გამხნევებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. ვგრძნობდი, რომ მაყურებლის ძალა ბიძგს მაძლევდა. მათ გარეშე, ეს შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა ალკარასმა, ვისაც მეოთხედფინალში მეტოქედ, მე-12 ნომრად განთესილი კანადელი ფელიქს ოგერ-ალიასიმე ეყოლება, რომელმაც 4-6, 6-2, 7-6(6), 6-4 მოუგო ამერიკელ ფრანსის ტიაფოს.

0.111535