ფეხბურთი

2:49 | 6.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიამ სომხეთი გაანადგურა, იტალიამ საქმე გაირთულა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ძალზე საინტერესოდ მიმდინარეობს და თითქმის ყველა ჯგუფში დაძაბული ვითარებაა, რაც დარჩენილ ტურებში ბევრ კარგ მატჩს გვიქადის.

B ჯგუფი

საქართველოს ნაკრებმა მეხუთე მატჩიდან მეოთხე წააგო და ყველაზე უფერულად, ყველაზე უშანსოდ. ესპანეთთან ვილი სანიოლის გუნდს შანსი არ მისცემია და ანგარიში სრულად ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა.

პარალელურად, კოსოვოს ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა და ბოლო წუთზე ქულა გადაარჩინა. ბერძნებმა ტაიმი მოიგეს, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ვედათ მურიქიმ გაათანაბრა. „ლაციოს“ ფორვარდმა კოსოვოს ნაკრებს ბოლო ორი მატჩში 4 ქულა მოუტანა - მოგეხსენებათ, მან ბათუმში შეძლო საქართველოსთან გამარჯვების გოლის გატანა.

ჯგუფში ესპანეთი 10 ქულით გალიდერდა, მაგრამ შვედეთს მხოლოდ ქულით უსწრებს და ორი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. ასე რომ, ყველაფერი შვედების ხელშია. კოსოვოს 4 ქულა აქვს, საბერძნეთს სამ ტურში სამი ფრე და საქართველო კინკილა ქულით ბოლო ადგილზეა.

კოსოვო - საბერძნეთი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 დუვიკასი (45), 1:1 მურიქი (90)

ესპანეთი - საქართველო 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 გაია (14), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

1. ესპანეთი 5 3 1 1 11 5 6 10
2. შვედეთი 3 3 0 0 6 1 5 9
3. კოსოვო 4 1 1 2 3 7 -4 4
4. საბერძნეთი 3 0 3 0 3 3 0 3
5. საქართველო 5 0 1 4 2 9 -7 1

C ჯგუფი

იტალიის ნაკრებმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ზედიზედ 36 მატჩია არ წაუგია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მიჯრით მეორედ დაკარგა შესარჩევ ციკლში ქულები. საერთოდ, რობერტო მანჩინის გუნდს ძირითად დროში ბოლო ოთხი თამაში არ მოუგია (ბელგიასთან ევრო 2020-ის მეოთხედფინალის შემდეგ), თუ გავიხსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთსა და ინგლისს მხოლოდ პენალტების სერიაში აჯობა. იტალიამ ხუთშაბათს შინ ბულგარეთს ვერ მოუგო და ახლა შვეიცარიაში უგოლო ფრეს დასჯერდა. არადა, ორივე მატჩში იტალიას აურაცხელი რაოდენობის საგოლე მომენტები ჰქონდა, მის კართან კი ხიფათი პრაქტიკულად არ შექმნილა. შვეიცარიასთან დომენიკო ბერარდიმ და ლორენცო ინსინიემ ბევრი მომენტი გაანიავეს, რასაც ჟორჟინიოს მხრიდან ვერგატანილი პენალტი დაემატა.

იტალია 11 ქულით ლიდერია, მაგრამ შვეიცარიას ორი თამაშით და 4 ქულით ნაკლები აქვს, ასე რომ, შეუძლია „სკუადრა აძურას“ გადაასწროს. 11 ნოემბერს, ეს გუნდები რომში შეხვდებიან ერთმანეთს და თუ ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, იმ დროისთვის შვეიცარია სატურნირო ცხრილში იტალიაზე წინ იქნება. რობერტო მანჩინის გუნდის საქმე რთულადაა, მაგრამ არ არის გამოუვალი მდგომარეობა - იტალია დარჩენილ სამივე მატჩს თუ მოიგებს (შინ ლიეტუვასთან და შვეიცარიასთან და ბოლოს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან), ჯგუფში პირველ ადგილზე გავა, აი სხვა შემთხვევაში პლეი-ოფში მოუწევს მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლა, რაც იტალიისთვის კარგ მოგონებებს ნამდვილად არ აღძრავს.

ბულგარეთი - ლიეტუვა 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჩოჩევი (82)

შვეიცარია - იტალია 0:0 (0:0)

1. იტალია 5 3 2 0 7 1 6 11
2. შვეიცარია 3 2 1 0 4 1 3 7
3. ბულგარეთი 5 1 2 2 3 6 -3 5
4. ჩრდ. ირლანდია 3 1 1 1 4 3 1 4
5. ლიეტუვა 4 0 0 4 1 8 -7 0

E ჯგუფი

ბელგიის ნაკრებმა პრაქტიკულად გაინაღდა მუნდიალის საგზური. რობერტო მარტინესის გუნდმა უშუალო კონკურენტი ჩეხეთი 3:0 გაანადგურა და უკვე 6 ქულით უსწრებს. თუმცა, მესამე ადგილზეა უელსი, რომელსაც 6 ქულა აქვს და ორი თამაშით ნაკლები ჩატარებული. უელსელებმა ბელარუსს გარეთ ბეილის ჰეთ-თრიქით 3:2 მოუგეს. „რეალის“ შემტევმა გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გაიტანა. სხვათა შორის, მატჩი გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა, რომელმაც სამი პენალტი დანიშნა.

ჩეხეთი ჯერჯერობით 7 ქულით მეორე ადგილზეა, მაგრამ უელსს ორი თამაშით ნაკლები აქვს მასთან შედარებით ჩატარებული და მხოლოდ ქულით ნაკლები. ასე რომ, ჩეხების საქმე ართუ მარტივადაა.

ბელარუსი - უელსი 2:3 (2:1)

გოლები: 0:1 ბეილი (6, პენ), 1:1 ლისაკოვიჩი (29, პენ), 2:1 სედკო (31), 2:2 ბეილი (69, პენ), 2:3 ბეილი (90)

ბელგია - ჩეხეთი 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ლუკაკუ (8), 2:0 აზარი (41), 3:0 სელმაეკერსი (65)

1. ბელგია 5 4 1 0 20 4 16 13
2. ჩეხეთი 5 2 1 2 8 7 1 7
3. უელსი 3 2 0 1 5 5 0 6
4. ბელარუს 4 1 0 3 6 14 -8 3
5. ესტონეთი 3 0 0 3 6 15 -9 0

I ჯგუფი

I ჯგუფში ინგლისის ნაკრები უდანაკარგოდ ლიდერობს და სასწაული უნდა მოხდეს პირველი ადგილი რომ დაკარგოს. ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ანდორას 4:0 მარტივად მოუგო და ძალები საერთოდ არ დაუხარჯავს.

კიდევ უფრო შთამბეჭდავი ანგარიშით იმარჯვა პოლონეთის ნაკრებმა, რომელმაც სან მარინოში 7:1 იმარჯვა, მაგრამ ყველაზე გამოსარჩევი ალბანეთის გამარჯვება უნგრეთთან, რის შედეგადაც ალბანელები მეორე ადგილის რეალურ შანსს ინარჩუნებენ, რადგან პოლონეთს მხოლოდ ქულით ჩამორჩებია. შანსი არც უნგრეთს დაუკავრგავს, რომელსაც 7 ქულა აქვს და პოლონეთამდე 3 ქულა აშორებს. ასე რომ, ამ ჯგუფში, სადაც პირველი წრე მიილია, ყველაფერი წინაა.

ალბანეთი - უნგრეთი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბროია (87)

ინგლისი - ანდორა 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 ლინგარდი (18), 2:0 კეინი (72, პენ), 3:0 ლინგარდი (78), 4:0 საკა (85)

სან მარინო - პოლონეთი 1:7 (0:4)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (4), 0:2 სვიდერსკი (16), 0:3 ლევანდოვსკი (21), 0:4 ლინეტი (44), 1:4 ნანი (48), 1:5 ბუკსა (67), 1:6 ბუკსა (90), 1:7 ბუკსა (90)

1. ინგლისი 5 5 0 0 17 1 16 15
2. პოლონეთი 5 3 1 1 18 7 11 10
3. ალბანეთი 5 3 0 2 5 6 -1 9
4. უნგრეთი 5 2 1 2 10 9 1 7
5. ანდორა 5 1 0 4 3 12 -9 3
6. სან მარინო 5 0 0 5 1 19 -18 0

J ჯგუფი

J ჯგუფში როგორც იქნა გერმანიის ნაკრები გალიდერდა, რომელმაც ყოფილ ლიდერ და ამ ტურამდე დაუმარცხებელ სომხეთს უმასპინძლა და მიწაზე დაუშვა. ალემანებმა სომხებს 6 უპასუხო გოლი გაიტანეს და ჰანსი ფლიკის გუნდმა, ეტყობა, ჩვეულ რეჟიმში ათამაშება დაიწყო.

ძალიან ახლოს იყო ისლანდიაში მოგებასთან ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც 78-ე წუთამდე 2:0-ს იგებდა, მაგრამ ბოლო წუთებში უპირატესობა გაანიავა. მაკედონიელებს გამარჯვება ხელიდან ანდრი გუდიონსენმა გამოგლიჯა, რომელიც ეიდურ გუდიონსენის შვილია და მხოლოდ 18 წლისაა. მან სადებიუტო გოლი გაიტანა ეროვნულ ნაკრებში. რუმინეთთმა ლიხტანშტაინთან მოიგო და მნიშვნელოვანი 3 ქულა მიითვალა.

ამ ჯგუფში ძალიან საინტერესო ვითარებაა და პირველი წრის მერე ოთხ გუნდს რეალური შანსი აქვს. გერმანია 12 ქულა, სომხეთი 10, რუმინეთი 9 და ჩრდ. მაკედონია 8 - თანაც, ყველას თანაბარი თამაში აქვს ჩატარებული.

ისლანდია - ჩრდ. მაკედონია 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ველკოვსკი (12), 0:2 ალიოსკი (54), 1:2 ბიარნასონი (78), 2:2 გუდიონსენი (84)

გერმანია - სომხეთი 6:0 (4:0)

გოლები: 1:0 გნაბრი (6), 2:0 გნაბრი (15), 3:0 როისი (35), 4:0 ვერნერი (45), 5:0 ჰოფმანი (52), 6:0 ადეიემი (90)

რუმინეთი - ლიხტაშტაინი 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ტოსკა (11), 2:0 მანეა (18)

1. გერმანია 5 4 0 1 13 2 11 12
2. სომხეთი 5 3 1 1 6 8 -2 10
3. რუმინეთი 5 3 0 2 9 6 3 9
4. ჩრდ. მაკედონია 5 2 2 1 11 6 5 8
5. ისლანდია 5 1 1 3 6 10 -4 4
6. ლიხტანშტაინი 5 0 0 5 1 14 -13 0
0.172427