ფეხბურთი

19:27 | 5.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" გრიზმანის გაშვებით 20 მილიონი ევრო დაზოგა

„ბარსელონამ“ ანტუან გრიზმანის „ატლეტიკოში“ გაშვებით 20 მილიონი ევრო დაზოგა. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

ფრანგ ფეხბურთელს კატალონური გრანდისგან კონტრაქტით დარჩენილ სამ წელიწადში 20 მილიონი ევრო უნდა მიეღო.

შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ ანტუან გრიზმანი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მადრიდის „ატლეტიკოში“ გაათანხოვრა და „როხიბლანკოს“ მისი გამოსყიდვა 40 მილიონ ევროდ შეეძლება.

0.114113