ავტოსპორტი

23:25 | 4.09.2021 | ნანახია NaN - ჯერ

ფერსტაპენმა კარიერაში მე-10 პოული ზანდფოორტზე მოიპოვა

ჰოლანდიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, ადგილობრივი მაყურებლის გასახარად, ჰოლანდიელმა მაქს ფერსტაპენმა მოიგო. მან სულ რაღაც, 0.038 წამით აჯობა ლუის ჰამილტონს.

ზღვის სანაპიროზე მდებარე ტრეკის ტრიბუნები, მიუხედავად იმისა, რომ რბოლის დღეებში, ამსტერდამის სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქ ზანდფოორტში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, ბოლომდე ავსებული დახვდა ფორმულა 1-ს, რომლის რბოლა, უკვე მრავალი ათწლეულია, იქ არ ჩატარებულა.

ტრასის თავისებური მოსახვევების გამო, პრაქტიკებზც და კვალიფიკაციაზეც არაერთი ავარია მოხდა. მათ შორის, კვალიფიკაციის მეორე ნაწილში, ჯერ ჯორჯ რასელის ინციდენტის გამო შეჩერდა რბოლა, შემდეგ კი თანაგუნდელის ბედი ნიკოლას ლატიფიმაც გაიზიარა. ამასთან, ლატიფის ავარიის შემდეგ, მეორე ნაწილი დასრულებულად გამოცხადდა, რადგან განახლების შემთხვევაშიც, პილოტები გასახურებელი წრის დასრულებას ვერ მოასწრებდნენ.

პრაქტიკებზე სწრაფები იყვნენ „ფერარის“ პილოტები, მაგრამ კვალიფიკაციაზე ისინი მე-5-6 ადგილებს (შესაბამისად, შარლ ლეკლერი და კარლოს საინსი) დასჯერდნენ. სტარტზე მეორე რიგში ვალტერი ბოტასი და პიერ გასლი დადგებიან.

„საოცარ შეგრძნებას იწვევს აქ პოულის მოპოვება. ფანებმა განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნეს. მანქანა კარგად მუშაობდა. ტრასას განსაკუთრებულია. იოლ რბოლას არ ველი. წინ გრძელი რბოლაა, მაღალ სიჩქარეზე საბურავებს ზღვარზე მუშაობა მოუწევს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ დღეს დაწყებულ საქმეს, ხვალ ასევე წარმატებით დავასრულებთ“, - განაცხადა ფერსტაპენმა.

„გასასწრებად რთული ტრეკია. სტრატეგიაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. აქ დიდებული ატმოსფერია. ასეთი ანთებული მაყურებელი დიდი ხანია, არ გვინახავს. ძალიან რთული ტრასაა და რბოლაც რთული იქნება“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც პრაქტიკის დროს ძრავი დაუზიანდა და ამის გამო, ბევრი წრის გავლა ვერ შეძლო.

ჰოლანდიის დიდ პრიზზე ვერ იასპარეზებს კიმი რაიკონენი, ვისაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. მისი ავტომობილით, „ალფა რომეოს“ სარეზერვი პილოტი, რობერტ კუბიცა იასპარეზებს, ვინც კვალიფიკაციაზე მე-18 შედეგს დასჯერდა.

ჰოლანდიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:08.885
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.038
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.337
  4. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.593
  5. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.642
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.652
  7. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 0.705
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.048
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.071
  10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.281

  1. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1.447
  2. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1.482
  3. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.521
  4. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.276
  5. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 2.429

  1. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1.645
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.846
  3. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, ალფა რომეო) 2.416
  4. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.502
  5. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2.990

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:51 | 20.09.2015
სავაშა__ (6590)

თუ უნდა სულ კარიერა დაასრულოს, რაში გაინტერესებთ? ნაკრებში მაგრად თამაშობს, და ყოველთვის მაგრად თამაშობდა.

14:42 | 19.09.2015
ika_juve (1742)

ცხადაცის ბრატია ამისულაშვილი და ჯიგრობს ესეც

13:39 | 19.09.2015
giojuve-10 (3743)

ამისულაშვილი თურქეთის ჭ ლიგაში და იქაც ზამენაზე,თფუ რა პიროვნებაც ხარ ის გუნდიც არის,გრიგალაშვილი ამოგაგდებს მალე ნაკრებშიც.

13:38 | 19.09.2015
nick_name (254)

ამისულაშვილი მეორე დივიზიონშია თურქეთის და იქაც არ ათამაშებენ? თან ცხრილის შუაში მყოფ გუნდში.

ამაზე მეტი ამბიცია რომ არ გექნება, უთავმოყვარეო საქციელისთვის აღარ მივიწვევდი ნაკრებში ცხადაძის ადგილას

13:40 | 19.09.2015
giojuve-10 (3743)

ეგ ხო სომეხია თან,ნაკრებში ოარგამოცხადდა ხო გახსოვთ გადავიღალეო,პიროვნება არი პენისი და მორჩა.

13:19 | 19.09.2015
gerard888 (1536)

დააყენოს რა ოქრი ძირითადში სულ ცვლილებაზე რო შემოყავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063135