სხვა

16:03 | 4.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ პარალიმპიადა 3 ვერცხლის მედლით დაასრულა

ტოკიოს პარალიმპური თამაშები საქართველოს დელეგაციისთვის ისტორიული გამოდგა, რადგან 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც რაოდენობრივად ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

პარალიმპიადაზე 13 ქართველი სპორტსმენი გამოვიდა და სამმა მათგანმა სამშობლოში მედლით დაბრუნება მოახერხა.

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა, შემდეგ კი, იგივე ხარისხის მედლები პარაძიუდოისტებმა, რევაზ ჩიკოიძემ და ინა ქალდანმა მოიპოვეს. ამრიგად, საქართველომ ასპარეზობა 3 ვერცხლის მედლით დაასრულა.

საქართველოს ტოკიოს პარალიმპიადამდე ერთადერთი მედალი ჰქონდა მოპოვებული პარალიმპურ თამაშებზე - 2016 წელს, პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური ოქროს დაეუფლა. საქართველო გუნდურ ჩათვლაში 66-ე ადგილზეა, მაგრამ პარალიმპიადაზე მედლების კომპლექტი კიდევ თამაშდება და ეს შესაძლოა, საბოლოო პოზიცია არ იყოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114731