ფეხბურთი

18:58 | 3.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: "ფრანგები ბაყაყებს ჭამენ, ჩვენ არა - განსხვავება მხოლოდ ეს არის"

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პეტრაკოვმა საფრანგეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ მის გუნდს არ უნდა შეეშინდეს, რადგან ფრანგებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც უკრაინელები. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ისინი ბაყაყებს ჭამენ.

„ყველაფერი წინ არის, არ უნდა ვინერვიულოთ და ჩემს ფეხბურთელებს საფრანგეთის დამარცხება შეუძლიათ. ყაზახეთის შემდეგ გასახდელში შევედი და ცუდი არაფერი მითქვას, მოთამაშეები გავამხნევე. ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად იყო და კიდევ ერთი მატჩი გვქონდა. საფრანგეთის არ უნდა შეგვეშინდეს, ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ისინი ბაყაყებს ჭამენ, ჩვენ კი არა“, - თქვა პეტრაკოვმა.

შეგახსენებთ, ქვეჯგუფს საფრანგეთი ოთხ თამაშში მოპოვებული 8 ქულით ლიდერობს, ხოლო უკრაინას 4 ტურში 4 ქულა აქვს (ოთხივე ფრე და ერთ-ერთი სტუმრად საფრანგეთთან).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113479