ფეხბურთი

18:35 | 3.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტი: "რასისტები დინოზავრებივით გადაშენდებიან"

უნგრეთისა და ინგლისის ნაკრებთა მატჩში მასპინძელმა ქომაგებმა სტუმარი ფეხბურთელების მიმართ რასისტული საქციელი გამოავლინეს. რაჰიმ სტერლინგის გოლის შემდეგ მათ ფეხბურთელებს ლუდით სავსე ჭიქები ესროლეს.

ინციდენტზე კომენტარი ალბიონელთა მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა გააკეთა და აღნიშნა, რომ რასისტები დინოზავრებივით დაიღუპებიან.

“არ არის სამართლიანი უნგრელი გულშემატკივრების გაკრიტიკება. ბევრი მათგანი ძალიან კარგად იქცეოდა. ვფიქრობ, არსებობს მტკიცებულებები ვიდეოზე და ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება მათ იპოვის, პასუხისმგებელ პირებს უნდა გავუმკლავდეთ. მათ იციან, რომ სამყარო იცვლება, ზოგი ადამიანი, რასისტები აზროვნებაში ჩამორჩენილი არიან, მაგრამ საბოლოოდ ისინი დინოზავრებივით გადაშენდებიან, სამყარო იცვლება“, - თქვა საუთგეიტმა.

აქვე გეტყვით, რომ ინგლისის ნაკრებმა უნგრეთი დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120118