ფეხბურთი

14:21 | 2.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

2022 წლის ზაფხულში „ინტერი“ „აიაქსის“ მეკარე ონანას უფასოდ გაიფორმებს

„აიაქსის“ მეკარე, ანდრე ონანა, 2022 წლის ზაფხულში „ინტერში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, მეკარეს აღარ სურს ნიდერლანდულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება. მიმდინარე სეზონის ბოლოს ის თავისუფალი აგენტი გახდება და „ინტერში“ უფასოდ გადავა. მილანელები უკვე მოელაპარაკნენ 25 წლის კამერუნელს და ოთხწლიანი კონტრაქტი შესთვაზეს მას.

შეგახსენებთ, რომ ონანა 2021 წლის თებერვლის შემდეგ აღარ თმაშობს. ის ცხრათვიან დისკვალიფიკაციას იხდის, რომელიც დოპინგის მოხმარებისთვის დაუდგინეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114444