ფრანგი ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, შესაძლოა, იტალიის სერია A-ში დაბრუნდეს (გასული სეზონი მან „ფიორენტინაში“ გაატარა). წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 38 წლის ფეხბურთელმა „ვერონასთან“ გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, პრობლემა მისი ხელფასია - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს მტკიცებით, რიბერი წელიწადში ჯამაგირად 1,8 მილიონ ევროს ითხოვს, „ვერონას“ ხელმძღვანელობას კი ეს თანხა ეძვირება. თუმცა კლუბი კვლავაც დაინტერესებულია მისით და თუ ნაკლებ გასამრჯელოს მოითხოვს, ხელშეკრულებას გაუფორმებენ. ამჟამად რიბერი „ბაიერნთან“ ერთად ვარჯიშობს, რომელშიც 12 წლის განმავლობაში თამაშობდა.