ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში (2:1), პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, დუბლი შეასრულა და ამისდაკვალად, კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - ეს გოლები 110 და 111-ე აღმოჩნდა მის სანაკრებო კარიერაში. ამდენი მანამდე არავის გაუტანია. ძველი რეკორდსმენის, ირანელი ალი დაეის რეკორდი 109 გოლი გახლდათ.
კიდევ, ეს შეხვედრა მისთვის ნაკრების მასურით ჩატარებული 180-ე მატჩი გამოდგა, რაც ესპანელი სერხიო რამოსის ევროპული ნაკრებების რეკორდის გამეორება გახლავთ. მსოფლიო რეკორდსმენი კი ამ მხრივ, მალაიზიელი სო ჩინ აუნუა - 1969-1984 წლებში თავისი ქვეყნის მაისურა მან 195-ჯერ მოირგო.
„ბედნიერი ვარ, როცა გოლები გამაქვს, რეკორდებს ვამყარებ, მაგრამ მთავარი გუნდია.
ეს რეკორდი უნიკალურია და ძალიან ვამაყობ ამით. მინდა ფეხბურთის თამაში ისევ უმაღლეს დონეზე გავაგრძელო. ახლახან ახალი კონტრაქტი გავაფორმე, მანჩესტერში დავბრუნდი და ამან მოტივაცია კიდევ უფრო გამიძლიერა.
მნიშვნელოვანია ყოველ დილით გამარჯვების წყურვილით წამოდგე. მერე კი გულშემატკივრები და შვილები გაახარო.“ - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.